“ჩანს, რომ ის (თაკო ჩარკვიანი) უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის მაშინ დადგა იქ, როდესაც ჯერ კიდევ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო. ასე რომ, ამ არგუმენტის მოყვანა ვაშაძის საწინააღმდეგოდ, არასწორია და ასევე ჩვენ შეგვიძლია ის მექანიზმიც ჩავდოთ, როდესაც ვიმსჯელებთ, რომ ვინაიდან ქალბატონი თაკო წარმოადგენს ვაშაძის პარტიასა და ბლოკს, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ გადაწყვეტს, რომ ისანში ასეთ შემთხვევაში დააყენოს კანდიდატი, თუმცა ეს არ ვრცელდება “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ასე არის სწორი, სამართლიანი და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამ შეთანხმებას დაიცავენ.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
როგორც უგულავა აღნიშნავს, ნებისმიერი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს თავისი კანდიდატი დაუყენოს, შეთანხმების დარღვევაა.