ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

“გექცევიან ისე, თითქოს ვირთხები ვიყოთ”: მოქალაქეები კარანტინის გაუქმების მოთხოვნით გახარიას მიმართავენ

სოციალურ ქსელში, საქართველოს მთავრობის მისამართით ვრცელდება მიმართვა, რომელიც კარანტინის გაუქმებას ეხება. საკმაოდ ბევრი ადამიანი მიმართავს პრემიერ გახარიას და მოუწოდებს მას მოხსნას კარანტინი და ხელი აიღოს საქართველოს მოქალაქეების დისკრედიტაციისგან. “სახლში მინდა” – ასეთია აქციის სახელწოდება, რომელიც სოციალურ ქსელში დაიწყო და რომელსაც უამრავი ადამიანი უერთდება. შეიქმნა სპეციალური ჯგუფიც – “დისკრიმინაციული კარანტინი და გაუქმებული ფრენები”.

“საყოველთაო გადებილება მიდის და მეტი არაფერი! გახარია არავის არაფერი შერჩა, არც თქვენ იქნებით, ბატონო გიორგი, გამონაკლისი!! უდიდესი სახელმწიფოები/მთავრობები არ ყოფილან მთელი სიცოცხლე ხელისუფლებაში და თქვენც არ გიწერიათ სამუდამოდ ჩვენ მთავრობაში ყოფნა. როცა იქნება, თქვენც მიიღებთ საკადრისა პასუხს და იმედი მაქვს, ეს პასუხი ისეთი დამანგრეველი იქნება თქვენთვის, რა დამანგრეველიც თქვენი უაზრო რეგულაციებია ჩვენთვის!” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

მოქალაქეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი საშინელი რამ გამოიკვეთა, რაც სასაცილოც აღარ არის. ადამიანები იტანჯებიან და მართლა ექმნებათ პრობლემები კარანტინის შემდეგ! – ასეთია საერთო განწყობა.

“კარანტინი გვანადგურებს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად! გვიკარგავს ჩვენი ცხოვრების 12 დღეს უაზროდ. ამისათვის უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც პასუხს აგებს ჩვენ უაზრო გამოკეტვაზე 12 დღიან კარანტინში. როდესაც არ იცი, სად მიყავხარ, რა გარემოში, გექცევიან ისე, თითქოს ვირთხები ვიყოთ, ეს მართლა ვირთხები!” – წერია სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....