ზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰან ბაირამოვი შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
“დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!“ – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან კი16 საქართველოსი, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსი მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.