ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თუ არ იქნება ახალი გარემოება, არც გირაოს დავეთანხმებით და არც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს”- შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც შესაძლებელს გახდის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებტან მცხეთაში, სასამართლოს პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ყაზარაშვილისთქმით, თუ არ იქნება ახალი გარემოება, აღკვეთის ღონისძიება  გირაოს სახით არ შეიცვლება.

„ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ. თუ არ იქნება ახალი გარემოება, არც გირაოს დავეთანხმებით და არც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს. გირაოს თანხის გაზრდა არ ემსახურება პროცესის მიზნებს.

ადვოკატებს უარი ეთქვათ ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფაზე. ამ ეტაპზე ეს გარემოება ემსახურება საქმის გაჭიანურებას და დღეის მდგომარეობით, არარელევანტურია. თუ საქმე გამოიყოფა, ეს პიროვნებები ისევ პატიმრობაში დარჩებიან,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

იტვირთბა....