ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მანქანა არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი” – ახალი დეტალები დუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

დუშეთის მერის წარმომადგენელი, მზექალა არაბული გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანას შეეჯახა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

„მანქანას არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან, მეორე მანქანა არ გადავარდნილა“, – განაცხადა მზექალა არაბულმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....