დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზრდა, დაშავებულია 3 ადამიანი. უახლესი ინფორმაციის თანახმად თეთრი ფერის მიკროავტობუსში, რომელიც ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ახლოს, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, სავარაუდოდ, 18 ადამიანი იმყოფებოდა.
მათ შორის სავარაუდოდ ამერიკის მოქალაქე იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ამერიკული პასპორტი. ასევე პიას ინფორმაციით რომელიც „მთის ამბებს“ ეყრდნობა შატილში ავარიის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ერთი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.