ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

“მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ. წინასწარი შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....