გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში “ფეისბუქპოსტი” გამოაქვეყნა.
“ეჰ, ხევსურეთის და თუშეთის მონახულების შემდეგ რამდენჯერ მიფიქრია, ღირდა თუ არა ამხელა რისკის ფასად მონახულება და ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ღირდა.
ასეთი ტრაგედიის შემდეგ სხვანაირად იწყებ ფიქრს ადამიანი.
ნათელში იყვნენ….” – წერს ნიკოლაძე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.