ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“საიდან აქვთ მოზარდებს ასეთი სისასტიკე? რამ გააბოროტათ?” – ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი  რაჭაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი  რაჭაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“ღმერთო, რაჭაში 19 წლის ბიჭებს ცემით 29 ბიჭი მოუკლავთ. საიდან აქვთ მოზარდებს ასეთი სისასტიკე? რამ გააბოროტათ? საქართველომ დაკარგა ის გარდაცვლილიც და ეს მკვლელი ბიჭებიც.

მე ვფიქრობ, ამ სისასტიკის თანამონაწილეა ყველა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობს, ვინც ძალადობას ქადაგებს, ვინც დამნაშავეებს არ სჯის, ვინც საკუთარ შვილებს სიყვარულს არ ასწავლის და სითბოს არ უზიარებს.

ძალიან ვწუხვარ ამ სისასტიკით გამოწვეული უბედურების გამო.

ვიზიარებ მწუხარებას”- წერს ჩანადირი.

ცნობისთვის, ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა ვლასი აბუთიძეა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ორი პირი.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში დღეს 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....