ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა გახდა 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობის მიზეზი – ახალი დეტალები ამბროლაურიდან

რა გახდა ამბროლაურში 29 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მიზეზი – გავრცელებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში აბუთიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის ბინადრებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს.

ადგილობრივების ცნობით, კოტეჯის მაცხოვრებელ გოგონებს მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები ავიწროვებდნენ და სავარაუდოდ ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ მათთან საქმის გასარკვევად მივიდა.

ადგილობრივების თქმით, მოკლული საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და წარსულში კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტი დღეს შსს-მ უკვე გახსნილად გამოაცხადა.

იტვირთბა....