“ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმის წყალი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის” სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.
„სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.
ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბათუმი – მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სტიქიისა და უხვი ნალექის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.