ბათუმი – მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყალდიდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, მათ გადაადგილება უჭირთ და მგზავრების ნაწილს საპატრულო პოლიცია ქალაქის გასასვლელიდან უკან აბრუნებს.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. არხებში წყლის ნაკადის შეჩერების მიზეზი, არსებული ცნობით, მოუწესრიგებელი სანიაღვრე ჭები გახდა.
იხილეთ ვიდეო, რომელსაც ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს: