“მივმართავ პროკურატურას თხოვნით – მირიანიც და ამირხანაშვილიც მოწმეთა დაცვის სისტემაში ჩასვან , რომ მათ არაფერი არ მოუვიდეთ. ამირხანაშვილი მეცოდება თორემ მირიანი ღირსია”
თამაზ ხომასურიძე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა
“მთავარი არხი”
თამაზ ხომასურიძემ პროკურატურას თხოვნით მიმართა, მირიან ნიკოლაძე და გური ამირხანაშვილი დაიცვან. მისი ინფორმაციით, მათ საფრთხე ემუქრებათ.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ “ტვ პირველი” ეთერში განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაცია.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა 4 დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე, შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პროცესი შეჩერდა, ვინაიდან დაკავებული ზ.ხ. შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.