“ზღვისპირა ზოლში, 6 საათის განმავლობაში მოვიდა ნახევარი თვის ნალექი, რამაც ბათუმში და სხვა დაბებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დილის 10 საათიდან სანაპირო კურორტებზე (უმეტესად) აჭარის ზოლში (ბათუმი, ქობულეთი) ინტენსიურად ვრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რასაც თან სდევს ლოკალურად კონვექციური ნალექწარმოქმნა, რომელთა ურთიერთქმედების შედეგად, მოკლე დროში, ძლიერი და ზოგან ძალიან ძლიერი ინტენსიური ხასიათის წვიმა აღინიშნება”
კობა ფარტენაძე, მეტეოროლოგი
“აიპრესი”
ცნობისთვის, ბათუმი – მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყალდიდობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.