ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყალდიდობა ბათუმში – დატბორილია რამდენიმე ქუჩა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. არხებში წყლის ნაკადის შეჩერების მიზეზი, არსებული ცნობით, მოუწესრიგებელი სანიაღვრე ჭები გახდა.

ამ დროისთვის ბათუმში ჭების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მძიმე ტექნიკა კი ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.

შპს „ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მათი თანამშრომლები ქალაქის მასშტაბით არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

იტვირთბა....