“ნაცვლად დაპირებული საზღვრების გახსნისა, ეს თარიღი ყოველთვიურად გადავადდება და კიდევ რამდენიმე თვით გადავადდა ოქტომბრამდე. ჯანდაცვის კუთხით არ არსებობს არანაირი ახსნა და გამართლება იმისა, თუ რატომ არის საქართველო დღემდე დაკეტილი. არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს ლეგალური სამსახურები საზღვარგარეთ, დღეს ისინი ჩარჩენილები არიან საქართველოში და ვერ მიდიან თავიანთ ოფიციალურ სამუშაო ადგილებზე”
სერგო ჩიხლაძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი
“TV პირველი”
შეგახსენებთ, საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.