“გავიგე რომ რაღაც შელაპარაკება მოხდა. ის იყო კოტეჯის მფლობელი. დაკავებულები არიან. ვიღაც იმერლები არიან, ადგილობრივები არ არიან. მუშები არიან მგონი, კერძო სამუშაოებს ასრულებდნენ სოფელში. 2 პიროვნება იყო და ორივე დაკავებულია”
ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მერი
ტელეკომპანია “ფორმულა”
ცნობისთვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.