ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა ამბროლაურში – პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას, სავარაუდოდ, იმერეთიდან რაჭაში ჩასულ მუშებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....