“მას კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, არც ამოცნობაში მიუღია მონაწილეობა. დასავლეთით, ხიდის ბოლოსკენ მიმავალი თეთრ პერანგიან ბიჭზე ივარაუდა, რომ ახვლედიანი იყო. ვინაიდან მან იცოდა, რომ ახვლედიანს ეცვა თეთრი პერანგი. ხოლო მეორე გზაზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ჯერ რომ არ იყვნენ გადასულები, დაინახა სილუეტები, რომლის ამოცნობაც მას არ შეუძლია. სხვა დანარჩენი მას არ დაუნახავს და არც ინფორმაცია გაუცია ამის თაობაზე.”
ირმა ჭკადუა – შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.