“პროკურატურამ თავი დაანებოს პოლიტიკურ მანიპულაციებს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრემიერის “გათეთრების მცდელობებს” და გასცეს პასუხი კითხვებს, ვის ეკუთვნის 20-მდე ავთენტური ანაბეჭდი, რომელიც დაადასტურა ლონდონში ჩატარებულმა ექსპერტიზამ.”
ანა ნაცვლიშვილი – “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გაგზავნილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.