გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა.
გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული რესურსები განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს.
ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოაჩინა.