“თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს! და თქვენ ისიც არ გინდათ, რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ!!! N1 დამნაშავეა შენი შვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება!!! ამდენ არაფრის მომტან წივილს, მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე!!!”
ანი შაქარაშვილი – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახო ჩიქოვანის დედამ 19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმის” გური ამირხანაშვილის შესახებ ისაუბრა.
ცნობისასთვის, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.