მთავარი ციტატა

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ბრალის დამძიმების” შესახებ საუბარი მორიგი სპეკულაციაა”- ბასილაშვილის ადვოკატი

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა… შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს.”

ირმა ჭკადუა – ჩოგბურთელ  ნიკოლოს ბასილაშვილის ადვოკატი

სოციალური ქსელი

ქართველი ჩოქბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირნა ჭკადუა სპორტსმენისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ადვოკატი “ფეისბუკგვერდზე” წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ბასილაშვილს არა ბრალი დაუმძიმდა, არამედ დაუზუსტდა.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

იტვირთბა....