“დასკვნაში არაა აღწერილი, რამ გამოიწვია გარდაცვალება, როგორ შეიძლება დამდგარიყო. ნათქვამია, რომ მიღებული აქვს პრეპარატები. აბებს ყველა ადამიანი ღებულობს, ეს შეძლება იყოს “ანალგინი”, “ნოშპა” და ა.შ.”
მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რა შეიძლება გამხდარიყო 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.