“შუალედური ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია სხვადასხვა ნივთიერება, სხვადასხვა დასახელების პრეპარატი, რაოდენობა იქნება საბოლოო დასკვნაში აღწერილი. არის სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული არც ნარკოტიკული, არც ფსიქოტროპული. ასევე არაფერია ნათქვამი ალკოჰოლზე. მითითებულია ანთების საწინააღმდეგო ისეთი აბები, რომლებიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა გადამოწმდება შესაბამის სპეციალისტებთან, გადაეგზავნება სხვადასხვა ქვეყნის ტოკსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას.”
მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რა შეიძლება გამხდარიყო 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.