“ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.”
კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი საქართველოში
აღნიშნულით აშშ-ის ელჩი ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.ლავროვს გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.