რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომელმაც ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ სართველოსთან ფრენები უახლოესი მომავლში აღდგება.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ფრენები საქართველოს მიზეზით არ შეჩერებულა.
„ჩვენ დაინტერესებული ვიყავით და ვართ, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, მაგრამ ეს ზოგადად, უნდა განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში და ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულნი, რომ გაგრძელდეს დიალოგი ჟენევის ფორმატში, სადაც ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხების განხილვა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების.
პრაღის ფორმატის მორიგი შეხვედრა და კონკრეტული თარიღი დაკავშირებულია ასევე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, როგორც ამის საშუალებას მოგვცემს ეს ვითარება. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩატარდება და განვიხილავთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.