მთავარი ციტატა

“საქართველო არავითარ დათმობას არ აპირებს”- თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე

“საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა – ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რა საკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე.”

არჩილ თალაკვაძე –  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნულით არჩილ თალაკვაძე ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება.ლავროვს გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. 

 

იტვირთბა....