რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმები პოლიტიკოსის ტრანსპორტირების უფლებას არ იძლევიან.
როგორც იარმიში წერს, ის, რმ საავადმყოფოდან ნავალნის გადაყვანას არ იძლევიან, ეს კრემლის განკარგულებაა.
„ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამო ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიღებულია“, – წერს კირა იარმიში.
ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნი ცომბირის ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს. ის უგონო მდგომარეობაშია და უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. მისი პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნი მოწამლულია. მისი აზრით, მას ჩაიში რაღაც, სავარაუდოდ საწამლავი ჩაუყარეს.
ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ.