საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 21 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0718 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0746 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში,. ასევე შედარებით გამყარდა და 1 ევრო ხვალ 3.6352 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6702 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 აგვისტოსთვის ამოქმედდება.