ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან საერთო არაფერი მაქვს” – რას წერს ვასამბეკ ბოკოვი ციხიდან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, მათ რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებიდან შუამავლის გავლით ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ბოკოვი აცხადებს, რომ ის საქართველოში და კერძოდ, პანკისის ხეობაში დაპირისპირებული ოჯახების შესარიგებლად იყო ჩამოსული და გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან საერთო არაფერი აქვს. ბოკოვი აცხადებს, რომ ის უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან მცირედი კავშირიც კი არ აქვს.

“ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება იყო. ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

“12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი” – წერს ბოკოვი.

 

იტვირთბა....