ახალი ამბები სამართალი

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ბრალდებებს პასუხობს

მოსამართლე თამაზ ურთუმელიძემ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა. “რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ამავე ტელეკომოანიის ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე დააყენა, სადაც საუბარი იყო მოსამართლის უკანონო გარიგებაზე „თელასის“ იურიდიული სამსახურის უფროსთან.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, სიუჟეტში გასული მასალა თამაზ ურთმელიძის უნდობლობის საფუძველს არ იძლევა.

თავად მოსამართლე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტი ჟურნალისტურ ეთიკასაც ეწინააღმდეგება, რადგან მასში მეორე მხარის პოზიცია წარმოდგენილი არ იყო.

მეტრონომ.გე- სთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ -ის გარშემო განვითარებული მოვლენები და ღამით ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევა ერთმანეთთან კავშირშია.  პარლამენტის წევრმა ამ ყველაფერს „დიქტატურის გაფორმება“ უწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს საქართველოს პირად შ.პ.ს -დ ქცევა , ამას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს. – აცხადებს დეპუტატი.

იტვირთბა....