ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი სხვებმა მოკლეს და სხვაგან მოკვდა. შენახული ყავდათ სადღაც, მერე მოიყვანეს და ჩანთაც იქ დადეს” – ადვოკატი

“შაქარაშვილი სხვებმა მოკლეს და სხვაგან მოკვდა. შენახული ყავდათ სადღაც, მერე მოიყვანეს და ჩანთაც იქ დადეს. ბოლო-ბოლო ქართველი ვარ, მოქალაქე ვარ და ვამბობ სიმართლეს ღირსეულად. ჩვენ არასდროს არ ვტყუით. იაკობ ბრეგვაძეს ყავს გავლენიანი ოჯახი და გამოძიებაში ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს. ამირხანაშილთან გვაქვს სერიოზული სიურპრიზი.”

თეიმურაზ მაისურაძე – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

“TV პირველი”

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიები ექსპერიმენტი ჩაატარეს.

მირიან ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც გუშინ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხმაურა.

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....