მედია პოლიტიკა

“არ დავთმობთ რუსთავი-2-ს”

ჩვენ არ დავთმობთ რუსთავი2-ს”- ეს განცხადება  რუსთავი 2-ის  გენერალური დირექტორის მოადგილემ  ზაალ უდუმაშვილმა  სასამართლოს ეზოდან გააკეთა.

“ჩვენ რუსთავი 2-ის დათმობას არ ვაპირებთ, არც ჩვენი მხარდამჭერები. რომლებიც შენობასთან იკრიბებიან და უნდათ, რომ დაიცვან ტელევიზია. ამ გადაწყვეტილებებს თუ მიღებენ ცუდ შედეგს მიიღებენ, სასამართლო პროცესი არის შოუ რომელზეც არხის გენერალურ დირექტორს საკუთარი კომპანიის დაცვის საშუალების უფლებას მოსამართლე არ აძლევს. სასამართლო სხდომა უნდა გადაიდოს მანამდე სანამ პროკურატურა იმ შანტაჟსს არ გამოიძიებს, რომლის შესახებაც ნიკა გვარამიამ ისაუბრა. გადაწყვეტილება საქმეზე არის მიღებული, რომელიც შესაძლოა მოსამართლემ დღეს, ან რამდენიმე დღეში გამოაცხადოს.” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სასამართლოს ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ისინი ცდილობენ ამ ფორმით დაუჭირონ მხარი რუსთავი-2-ს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს.

იტვირთბა....