“დღევანდელი მონაცემებით, ყველა კვლევით, მე ვარ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით მოსარგებლე პოლიტიკოსი. ცოტა ახლოს რომ მივალთ მეორე ტურთან, ეგ კითხვა, თუ, ვინ გამოეთიშება მეორე ტურს, მერე უნდა დავსვათ, ამ ეტაზე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი კეთილგანწყობით მაგ ოლქში და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვარ. ოპზოიციის ლიდერებს შორის. სხვათაშორის, ზურაბ ჯაფარიძე არის ბოლო.”
ანა დოლიძე – მაჟორირატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში
ამის შესახებ ანა დოლიძემ “მეტრონომთან” განაცხადა კითხვაზე, თუ გამოეთიშება პირველ ტურს, ვის დაუჭერდა მხარს მეორე ტურში.
ანა დოლიძე პირველი ტურიდან გამოთიშვის ალბათობას არ უშვებს და აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მის პერსონას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და ანა დოლიძე.