“მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, პრესის თავისუფლების ევროპული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის გასარკევად, თუ ვინ მოახდინა ორგანიზება, გასცა განკარგულება და დააფინანსა მკვლელობის შეკვეთა.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის გასარკევად, თუ ვინ მოახდინა ორგანიზება, გასცა განკარგულება და დააფინანსა მკვლელობის შეკვეთა და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა. ეს იქნება მკაფიო ნაბიჯი ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის თავიდან ასაცილებლად, და იმის, რომ კანონის წინაშე ყველას აგებს პასუხს” – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული წერილის ასლები გაეგზავნა საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს ქრისტიან დანიელსონს.
შეგახენებთ, რომ 2020 წლის 12 ივნისს, სუს-მა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი დააკავა.
15 ივნისს კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბოკოვი თბილისში სპეციალური დავალებით ჩამოვიდა და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.