ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გვაქვს” – პროკურორი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით,  მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებთან დანცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც გუგუტიშვილმა აღნიშნა, საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული. პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობას სასამართლო დაუშვებს, რადგანაც ის დასაბუთებულია.

“ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოტანს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა,დამატებითი ვიდეომასალა,სხვადასხვა მასალები, რაც გამოძიების პროცესში დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობდა. თუმცა, ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენ გვაქვს მოკლე დრო და ვადაში ვართ შეზღუდულები დამატებით მოხდა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვიშუამდგიმლებთ, რომ ეს მტკიცებულებები დასაშვები იყოს. ამ ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია მცხეთიდან თბილისში ბრალდებულების გადაადგილება, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება, შემდეგ მათი გადაადგილება უკან – თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორიელება”,- განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....