1 ოქტომბრამდე რეგულარული ავიარეისების კიდევ ერთხელ გადადებას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა სოციალურ ქსელში. ექსპერტთა ნაწილი მთავრობის ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უკან დაწევს ქვეყანას და კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს. ასევე შეიქმნა ფეისბუქ-ჯგუფები სახელწოდებით “არა დისკრიმინაციულ კარანტინს და არა მეექვსედ გადავადებულ რეგულარულ ფრენებს”. ასევე change.org ზე დაიდო პეტიცია იმავე მოთხოვნით და ხდება პეტიციის ხელმოწერების შეგროვება. პეტიციის ორგანიზატორები მიმართავენ საზოგადოებას, შეუერთდნენ პეტიციას. ამ მომენტისთვის უკვე ათასობით ხელმომწერი შეუერთდა პეტიციას.
პეტიციის ავტორები მოითხოვენ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან. ასევე გაფართოვდეს უსაფრთხო ქვეყნების სია და საქართველოს მთავრობამ ნება დართოს “ვიზეარს” და “რაინეარს” განახორციელოს რეგულარული ფრენები საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებში.
სოციალურ ქსელში ქვეყნდება ავიამიმოსვლის საჰაერო რუკა, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს თუ როგორ მოქმედებს ევროპა და რა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ხელისუფლება.
“იმის მაგივრად გვემართა პანდემია ისე, რომ შიშილით არ დაგვეხოცა ხალხი, ჩვენ სრული უსუსურობა ავირჩიეთ” – ასეთია პათოსი სოციალურ ქსელში.
გუსტავ შავერზაშვილი