ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არა დისკრიმინაციულ კარანტინს და მეექვსედ გადავადებულ რეგულარულ ფრენებს”

შეიქმნა ფეისბუქ-ჯგუფები სახელწოდებით “არა დისკრიმინაციულ კარანტინს და არა მეექვსედ გადავადებულ რეგულარულ ფრენებს”. ასევე change.org ზე დაიდო პეტიცია იმავე მოთხოვნით და ხდება პეტიციის ხელმოწერების შეგროვება. პეტიციის ორგანიზატორები მიმართავენ საზოგადოებას, შეუერთდნენ პეტიციას. ამ მომენტისთვის უკვე ათასობით ხელმომწერი შეუერთდა პეტიციას.

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში შესვლა, საქართველო კვლავაც არ ხსნის საზღვრებს. 15 ივლისს საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია და ბალტიის ქვეყნები) მოქალაქეთათვის საზღვრის გახსნის მიუხედავად, ქვეყანა დიდწილად კვლავაც დაკეტილია. საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლებას უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით აძლევს ხოლო ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ფრენებს მის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებშიც კი სრულიად უკრძალავს.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის რომლებსაც სამშობლოში ე.წ. გამწვანებული ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბრუნება სურთ მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უკარანტინოდ შეუძლიათ.

ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი ვითხოვთ:

1 – გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან

2 – გაფართოვდეს უსაფრთხო ქვეყნების სია. ამჟამად არსებული ოფიციალურუი სტატისტიკით უკვე უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებთან თანაზომადი ეპიდსურათი აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია.

3 – საქართველოს მთავრობამ ნება დართოს “ვიზეარს” და “რაინეარს” განახორციელოს რეგულარული ფრენები საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებში”.

იტვირთბა....