“მე ხომ წმინდანი არ ვარ. იცით ჩემი სიმკაცრე. იცით, რომ სიმკაცრე რომ არა, ქვეყანა არ იქნებოდა. თქვენ ზუსტად იცით, რომ მე თქვენს შვილებს არ ვაწყენინებ და ქვეყანას არავის მივცემ. ეს მთავარია. მარადიული არ ვარ. თუ პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ, თქვენ, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ყველა დანარჩენს დაღუპავთ. ბელარუსებმა ეს არ უნდა ქნან.”
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი
ლუკაშენკოს განცხადებას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც ლუკაშენკო აცხადებს, საჭიროა ახალი კონსტიტუცია, მას ორი ვარიანტი შემოსთავაზეს, თუმცა ორივეზე უარი თქვა, რადგან მოქმედისგან მცირედით განსხვავდებიან.
“მიმდინარეობს მესამე ვარიანტზე მუშაობა. მოდით, დასხედით და ვიმუშაოთ კონსტიტუციაზე. გავიტანოთ რეფერენდუმზე, მივიღოთ ახალი კონსტიტუცია და უფლებამოსილებებს კონსტიტუციის შესაბამისად გადმოგცემთ, თუმცა არა ზეწოლით და ქუჩით.”
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. დღეს კ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა.