“არ გამოდის ამ ქვეყანაში სიმშვიდე,არა და არა. ორი ახალგაზრდა ცხედარი მტკვარში რანაირად აღმოჩნდა? რანაირად, ასე ზედიზედ ახალგაზრდების ბუნდოვანი გარდაცვალება. საბოლოოდ ჩამოიშალა ეს ქვეყანა თუ რა ჯანდაბა ხდება? ასე იცის კრიმინალის წახალისებამ.”
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე სამსახურიდან 05:00 საათზე პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ და დაიკარგნენ.