“სხეულზე შაქარაშვილს აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრამვა, სისხლნაჟღენტების სახით. ერთ-ერთი ტრამვა მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისლნაჟღენთზე, რაც განვითარებულია ბლაგვი სახის მიყენებით, რაც ვივარაუდეთ,ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია, რომ ეს დაზიანება ხელკეტის დარტყმით განვითარებულიყო. შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს, რადგან ისინი იწვევენ ჯანმრთელობის დაზიანებას არაუმეტეს 21 დღისა. თუ გადარჩებოდა შაქარაშვილი, ამ სისხნაჟღენთების გაწოვას დასჭირდებოდა 21-დღიანი მკურნალობა.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი
როგორც გეჯაძემ აღნიშნა, ისინი გამორიცხავენ ადამიანის მუშტის ზემოქმედებას. მისივე თქმით, აღნიშნული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო საკმაო ძალის მკვრივი საგნის ზემოქმედებით, როგორიც არის ადამიანის ფეხი და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.