ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ავტომობილი იქ არის მიყვანილი, გოგონა არის სხვაგან მოკლული” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“ავტომობილი იქ არის მიყვანილი, გოგონა არის სხვაგან მოკლული, არათუ თვითმკვლელობა, მოკლულია თამუნა და, შესაბამისად, ამაზე დეტალურად მინდა მივიღო პასუხი პროკურორისგან. კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად. მეორე იქნება ის, რომ ამ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ავტომობილი იქ ვერ იდგებოდა, იმიტომ, რომ დასტურდება გადაადგილება ნახირის და, შესაბამისად, ავტომობილი არის მიყვანილი, რაც უკვე საფუძველია ვიფიქროთ, რომ თვითმკვლელობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....