“არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინისკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა… ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა, რადგან იმავე ინფორმაციაში ითქვა, რომ ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყვანა საქართველოში.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მაინისტრი
აღნიშნულით თეა წულუკიანი საქართველოდან ბელარუსში ელჩის დაბრუნებას გამოეხმაურა, რასაც ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა.
შეგახსენებთ, საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში ფრენა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.