ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ქალმა ახალგაზრდების შეკრება ნაჯახის საშუალებით დაარბია

რუსთავში ქალმა ახალგაზრდების შეკრება ნაჯახით საშუალებით დაარბია – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

როგორც ქალი აცხადებს, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ.

“მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ. აქედან ვეტყვი რამეს, მაგინებენ, ვინც ღამე იკრიბებიან ისინი. მეპატრონემ შეიძლება დაკეტოს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი…

წუხელის ორ საათამდე იყო ერთი ამბავი, ვეღარ მოვითმინე და ჩავედი ეზოში. ნაჯახი მქონდა, იმითი ჩამოვარტყი კარებს, ღია იყო თუ მე გავხსენი არ ვიცი და ყველაფერი, რაც იქ იყო, დავლეწე და გამოვუყარე გარეთ”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” ქალმა.

რაც შეეხება ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონეს, ის ქალის ბრალდებებს უარყოფს.

“ეგ არის ყველაფერი ტყული. იმიტო, რომ გუშინაც მე დავკეტე ეს და წავედი სახლში. არავინ არ იყო ადგილზე და არავინ არავის არ აწუხებს. პირიქით, ვუფრთხილდებით, ვიცით, რომ ოჯახი ცხოვრობს და ვერიდებით, რომ არ შევაწუხოთ. თვითონ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”,- განაცხადა ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონემ.

იტვირთბა....