მთავარი ციტატა

“საქართველოში არჩევნებთან მიმართებაში ამერიკისა და ევროპის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია”- აშშ-ის ელჩი

“ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები არის მართლაც მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის არის შესაძლებლობა საქართველოში არჩეულ იქნას უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც იქნება მრავალი ხმა წარმოდგენილი, იქნება მეტი მრავალფეროვნება პარლამენტში. ეს არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი სრულად პროპორციული არჩევნებისკენ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ინტერესი როგორც ამერიკის, ისევე ევროპის მხრიდან არის საკმაოდ დიდი.”

კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, ასევე ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც იმიტომ, რომ ამ ეტაპზე უფრო მეტი წარმომადგენელია პარლამენტის პროპორციულ სიებში.

იტვირთბა....