„ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება გამოხატონ საკუთარი პროტესტი.”
კელი დეგნანი – აშშ-ის ელჩი
აღნიშნულით კელი დეგნანი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.