მთავარი ციტატა

“საერთოდ არ მესმის, ამ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა”- თურნავა ბელარუსში ფრენის განხორციელებაზე

“ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში თავის დანიშნულების ადგილზე, რაც სრულად ბუნებრივია. საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა.“

ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი

ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით საქართველოდან ბელარუსში ელჩის დაბრუნებას გამოეხმაურა, რაცას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში ფრენა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

 

 

 

იტვირთბა....