ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორი წუ­თით გა­ვიდ­ნენ ბა­რი­დან ჩან­თე­ბის გა­რე­შე და არ­სად ჩა­ნან” – გაუჩინარებული ახალგაზრდების ახლობლები

15 აგვისტოს გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მესამე დღეა ეძებენ.

ამ დრომდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს არც ოჯახის წევრები და არც თანამშრომლები.

“ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გუ­შინ ღამე 5-ზე წა­ვიდ­ნენ “ბა­უ­ჰა­უ­სი­დან” და ამ დრომ­დე არ ჩა­ნან და ვე­ძებთ ჩვენც და პო­ლი­ცი­აც. არ გა­მოჩ­ნდნენ. ვე­ძებთ ოჯა­ხე­ბი და პო­ლი­ცია. მკვდრე­ბი ვართ უკვე. აღარ შეგ­ვიძ­ლია. ორი წუ­თით გა­ვიდ­ნენ ბა­რი­დან ჩან­თე­ბის გა­რე­შე და არ­სად ჩა­ნან”, – აცხადებენ ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე, ორი ახალგაზრდა, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე სამუშაო ადგილიდან გავიდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....