ახალი ამბები მთავარი ციტატა

“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გარდაცვალება არ არის მის სამსახურთან კავშირში” – ბაჩალიაშვილის დედა

“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში. თამარს კომპიუტერი უკვე ორშაბათს უნდა დაებრუნა სამსახურში. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი შაბათს. იმ კომპიუტერზე იყო ფლეშკა, რომელიც დაიკარგა.”

თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....